მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაცოფებს ის, რაც ხდება ლარსზე, არ მებრალებიან, დაეტიონ თავის ქვეყანაში, უკრაინამ რუსეთს ცხვირ-პირი დაალეწა და მორბიან ახლა - ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი 2021

„არ მჯერა მათი ლიბელარობის, უბრალოდ შეეშინდათ და მორბიან. რუსეთი ისედაც დიდად გულზე არ მეხატება და შეშინებული რუსები, რომელთაც თავისი ქვეყნის დაცვა არ უნდათ, ჩვენ რაში გვჭირდება“, - ამის შესახებ  პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველომ რუსეთის არცერთი მოქალაქე არ უნდა შემოუშვას და საზღვარი უნდა  ჩაკეტოს. 

ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ რუსებს სიკვდილის შეეშინდათ და მხოლოდ ამის გამო მორბიან. 

„მაცოფებს ის, რაც ხდება ლარსის საზღვარზე. რუსი დეზერტირები გვაკლია ახლა! ეს არის იმპერიალისტი ხალხი. ამათ თავში რა ჯანდაბა იხარშება, ღმერთმა იცის. დაეტიონ თავის ქვეყანაში, არანაირი განცდა არ მაქვს და არანაირად არ მებრალება ეს ხალხი. მხოლოდ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები უნდა შემოვუშვათ. ეს არის ხალხი, რომელიც ტაშს უკრავს პუტინს.

ჩეჩნეთი რომ 2-ჯერ მიწასთან გაასწორა, საქართველო და ყირიმი რომ დაიპყრო, ბავშვებს რომ ხოცავენ ახლა და ტაშს უკრავდნენ, ის ხალხი ახლა თავს იკატუნებს, ვითომ ყველა რეჟიმთან მებრძოლნი არიან. სიკვდილის შეეშინდათ, იმიტომ გამოვარდნენ, დაეტიონ თავის ქვეყანაში! ხომ მოსწონთ თავისი პუტინი და „გენიალური“ მთავარსარდალია? პირად ტყავზე რომ იგრძნეს პეტერბურგელებმა, მოსკოველებმა და ელიტარულმა რუსებმა, იმიტომ გამოვარდნენ, მანამდე ბურიატები და დაღესტნელები რომ იხოცებოდნენ, ვითომ არაფერი?! ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, არცერთი მათგანის ფეხი არ იქნება ამ ქვეყანაში.  

ვინც მობილიზაციას გამოურბის და ამბობენ, ახლა ეს ჯარისკაცები უკრაინას დააკლდება, ასეთი ჯარისკაცები არიან საჭირო უკრაინაში ახლა, პირველივე გასროლაზე რომ ტანკებს დაყრიან და მოძუძგავენ. წავიდნენ და ჩაჰბარდნენ ტყვედ უკრაინელებს. მათ ტვინებში რა იხარშება, ღმერთმა უწყის. ეს ხალხი არის იმპერიალისტი ხალხი, ისინი ყველას ზემოდან უყურებენ და თანასწორად არავინ არ მიაჩნიათ, იმიტომ ჩაგრავს ყველას გარშემო, იაპონიიდან დაწყებული საქართველოთი დამთავრებული. ვინც კი ემეზობლება, ყველას ტერიტორია წაართვა. ეს არის საფრთხე გრძელვადიანი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

პარტია „მოქალაქეების“ წევრი აღნიშნავს, რომ რუსების საქართველოში შემოსვლა საფრთხის შემცვლელია.

ელისაშვილი, ასევე, ამბობს, რომ რუსები თავხედურად იქცევიან და სურთ, მათ ყველა თავდახრილები მეტანიებს უკეთებდეს. 

„დღეს რომ გამორბიან და მანქანებს ველოსიპედებში ცვლიან, ამოეღოთ ხმა. ამ დეზერტირების ფეხი არ უნდა იყოს საქართველოში. მე რომ ვიყო ახლა ხელისუფლებაში და ჩემი გადასაწყვეტი იყოს, ლარსის საზღვარი იქნებოდა ჩაკეტილი და რუსებს მიეცემოდათ ერთთვიანი სავიზო დრო. ეს არის საფრთხის შემცვლელი ხალხი. ჩვენს სახელმწიფოს თუ ვინმემ ამ 30 წლის განმავლობაში პრობლემა და საფრთხე შეუქმნა, ესენი არიან. ამათი შემოშვება საფრთხეა. თავხედურად იქცევიან. მათ ჰგონიათ, რომ ყველა თავდახრილები მეტანიებს უნდა ვუკეთებდეთ.

დატრიალდა  მათი ჩარხი უკუღმა და აღმოაჩნდათ, რომ გენიალური მთავარსარდალი არ ყოფილა გენიალური და წაიმტვრია ცხვირ-პირი უკრაინაში. არ მჯერა მათი ლიბელარობის, უბრალოდ შეეშინდათ და მორბიან. რუსეთი ისედაც დიდად გულზე არ მეხატება და შეშინებული რუსები, რომელთაც თავისი ქვეყნის დაცვა არ უნდათ, ჩვენ რაში გვჭირდება. დაეტიონ კარგი და ცუდი მოქალაქეების იმ რუსეთში. 7 თვე ხმა არ ამოუღიათ. არ მეცოდებიან, ესენი არიან დამპყრობელი ხალხი. მათ სხვისი დაჩაგვრა უხარიათ. უკრაინის არმიამ რუსეთს ცხვირ-პირი დაალეწა“, - დასძენს პარტია „მოქალაქეების“ წევრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა

✔️ ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

✔️ ლუკაშენკო აფხაზეთში ჩავიდა

✔️ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის ელჩის გაწვევის საკითხი - „ლელო“ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტზე