მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მირჩევნია, სააკაშვილი უფრო თავისუფალ გარემოში იყოს“ - გიული ალასანია

ვარდების რევოლუციის გმირი, რომ გისოსებში წევს, ვერ ვიქნები კმაყოფილი

„მიხეილ სააკაშვილს იმედი და დიდი სურვილი აქვს, რომ ორშაბათის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას მისცემენ“,  - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მხრივ გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა სისუსტე მაინც რჩება. 

„მის სამედიცინო მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ. მომეჩვენა, თითქოს ოდნავ არის გაუმჯობესება, მაგრამ თვითონ მითხრა, დილიდან ძალიან მაქანავებდაო. ოთახი არის პატარა, ძირითადად წევს ან ზის. მანძილი არ არის, რომ შევაფასო, როგორ დადის. ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ და არის მოლოდინში. როგორი უნდა ჰქონდეს განწყობა, როცა გამოკეტილი ხარ ადამიანი. რა თქმა უნდა, შესაბამისი განწყობა აქვს იმასაც და ჩვენც, ყველას. მირჩევნია, უფრო თავისუფალ გარემოში იყოს. გამოკეტილ სივრცეში ყოფნა არის ფსიქოლოგიური ტრავმა. სჯობს, თუ ეს ფსიქოლოგიური წნეხი არ იქნება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომას დაესწრება.

„იმედი აქვს რომ დაესწრება სხდომას, იმედი აქვს კი არა სურვილი აქვს, რომ უნდა დაესწროს. თვითონ დარწმუნებულია, შეძლებს და მეც ვფიქრობ, რომ შეძლებს“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე