მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილს სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე - დიტო საძაგლიშვილი

სუსმა გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზა

„აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე. უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც გვასარგებლებენ, ამის იმედი გვაქვს“, - ამის შესახებ დიტო საძაგლიშვილმა  გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, თუმცა არის მხნედ და მზადაა დაესწროს 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლოს პროცესს.

„აქვს სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს სხდომაზე. უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც გვასარგებლებენ, ამის იმედი გვაქვს, თუნდაც ივანიშვილის მართულ სასამართლოში მაინც მისცემენ შესაძლებლობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომ მიმართოს საზოგადოებას, მიმართოს ყველა ქართველს, ვისაც ამდენი ხნის განმავლობაში არ მოუსმენია მისგან გზავნილები.

ვინაიდან დაპატიმრების მომენტიდან მიხეილ სააკაშვილი არის სრულ იზოლაციაში, მას შეუზღუდეს სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა, არანაირი საფუძველი არ იარსებებს, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არ გადაყვანის თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია, გამორიცხული არ არის, ხელისუფლებამ საკუთარი შიშიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია სააკაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობის მიცემის კუთხით, მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

არ ვიცით რა ხელოვნურ მიზეზს მოიგონებენ, იმიტომ რომ აქამდეც ვნახეთ არაერთხელ პენიტენციური სამსახურის უარი სასამართლოში მიყვანაზე და ისინი იშველიებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ვითომდა გამოძიებას, ვითომდა სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე. სინამდვილეში აბსურდული მიზეზებით გვეუბნებოდნენ, თუ ახლაც ეს მიზეზი იქნება მოყვანილი, ბუნებრივია, ეს იქნება მორიგი აბსურდული მიზეზი და ხელისუფლების შიშის გამოხატულება და მეტი არაფერი“, - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილის შეწყალების საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“ - ადვოკატი

 „საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში“ - სააკაშვილი

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე