მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედში“ გადაყვანაზე დღეისთვის უარი თქვა - კობა ნაყოფია

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის კობა ნაყოფიას თქმით, სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე უარი თქვა. ამის შესახებ ნაყოფიამ ჟურნალისტებს საპატიმროში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა. 

უფრო კონკრეტულად კი კობა ნაყოფიას მტკიცებით, საუბარია არა სამკურნალოდ, არამედ გამოკვლევების მიზნით გადაყვანაზე. 

კობა ნაყოფიას თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ, სიმართლეს არ შეესაბამება და დასძენს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. 

ამასთან, მან განმარტა „ვივამედში“ გადაყვანაზე თუ რატომ თქვა უარი სააკაშვილმა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მასთან საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მას უკვე აცნობეს სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, უბრალოდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე, საუბარია მხოლოდ გამოკვლევებზე ანუ მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში. 

თან შესთავაზეს, რომ ეს დღეს მომხდარიყო, რაზედაც სააკაშვილმა უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს უიშვიათესი დღე არის მისი აქ ყოფნის პერიოდის განმავლობაში, როდესაც მას შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ოჯახის წევრებს. სწორედ ამის გამო მოუწია მას ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა. 

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს შეთავაზება ეხება მხოლოდ კვლევების ჩატარებას, არანაირ მკურნალობასა და გადაყვანაზე საუბარი არ არის. ის ექიმების რეკომენდაციას უსმენს, მე გაოცებული ვარ იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღებს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის სიცრუე. ძალიან დიდი სხვაობაა საკვებს არ იღებს და საკვებს ვერ იღებს შორის“, - აცხადებს კობა ნაყოფია.  

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴 „ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში“ - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

🔴 საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? - თალაკვაძე სააკაშვილზე

🔴 ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება და ეს საგანგაშოა - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე