მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს“ - გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმა

„ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმამ  გიორგი სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა.

როგორც გიორგი სააკაშვილი აცხადებს, ის იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გონს მოეგება და სააკაშვილს სიცოცხლის უფლებას მისცემს. 

„მდგომარეობა არის საკმაოდ რთული. წევს ძირითადად, მუდმივად აქვს მაღალი ტემპერატურა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულ ზღვარზე. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს საზღვარგარეთ მისი მკურნალობა და შემდეგ რეაბილიტაცია. ყოველი შესვლის შემდეგ ბევრად მძიმე მდგომარეობა მხვდება, ადამიანი ხელიდან გვეცლება. აქ უკვე საუბარია მისი სიცოცხლის გადარჩენაზე.  

ყოველდღიურად მისი მდგომარეობა მძიმდება. ჩვენ არ ვიცით როგორი მდგომარეობა დაგვხვდება თუნდაც ხვალ, ზეგ, ამიტომ თხოვნა იქნება, რაც შეიძლება მალე დაიდოს დასკვნა, რათა მივმართოთ სასამართლოს. მაქსიმალურს აკეთებენ ადგილზე მყოფი ექიმები.

ფაქტია, საქართველოში ვერ ხერხდება სათანადო მკურნალობა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურს, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენი პრიორიტეტია, მიშა გადარჩეს. იმედი მაქვს მოეგებიან გონს და მისცემენ ადამიანს უფლებას იცოცხლოს“, - აცხადებს მესამე პრეზიდენტის ძმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ!“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

✔️ მისი მდგომარეობა ფატალურია, მიხეილ სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია - ლევან ფერაძე

✔️ 🎥 მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან „გრუზავიკივით“ შეაყოლეს ემერტეს აპარატი, „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ „განახევრებულია ადამიანი“ - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე