მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს დრო ეწურება, სახელმწიფოს სიმბოლოს ვკარგავთ“ - გიორგი ჩალაძე

„მეხუთე ტალღა იქნება კატასტროფული და მართლა არ გაგვწყვიტოს“

„საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საშველი არ არის, ის არის ძალიან მძიმედ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა. 

გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს სიმბოლოს ციხეში კლავენ.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება დროზე დამთავრდეს დიაგნოსტიკის პერიოდი და მისი საქმე შევიტანოთ სასამართლოში, რათა გადაწყდეს საბოლოოდ ამ კაცს ვკლავთ თუ ვაძლევთ საშუალებას იცოცხლოს. სიტუაცია არის ძალიან რთული, ჩვენ რბოლა გვაქვს სიცოცხლისათვის. ამ ქვეყნის შემქმნელს, სახელმწიფოს სიმბოლოს  ციხეში ვკლავთ. 

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მიუხედავ იმისა, რომ ამდენი ხანია საავადმყოფოშია, მდგომარეობა უარესდება. არცერთი ექიმი არ აწერს ხელს იმას, რომ ის არის კარგად. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პრეზიდენტ სააკაშვილს დრო ეწურება, სახელმწიფოს სიმბოლოს ვკარგავთ.

ევროკავშირს საქართველოს არ სჭირდება თუ ჩვენ არ ვაღიარებთ სახელმწიფოს სიმბოლოს, თუ ბანანის რესპუბლიკად გადავიქეცით, ჩვენი ადგილი სხვა თანამეგობრობაში იქნება და არა ევროკავშირში. საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საშველი არ არის. სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ, კრიტიკულ მდგომარეობაში“, - აცხადებს გიორგი ჩალაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს“ - გიორგი სააკაშვილი

✔️ „კლავენ ამ კაცს, კლავენ, კლავენ!“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

✔️ მისი მდგომარეობა ფატალურია, მიხეილ სააკაშვილისთვის წამმზომი ჩართულია - ლევან ფერაძე

✔️ 🎥 მეორე „შერეკილებს“ ვუყურებ, შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის მე-18-ში და უკან „გრუზავიკივით“ შეაყოლეს ემერტეს აპარატი, „გრუზავიკივით“ გამოიყვანეს და წაიყვანეს სადღაც - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ, ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე