მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოხარული ვართ, რომ კანონი გაწვეულია, საჭიროა მეტი რეფორმა - ჯონ კირბი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი

„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია, ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას,“ - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს 10 მარტს შეხვდა.

შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმაც გაავრცელა.

როგორც კირბიმ განაცხადა, ბაიდენის ადმინისტრაცია ძლიერ იყო შეშფოთებული, რომ ამ კანონმდებლობას ექნებოდა „შემაკავებელი ეფექტი“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

„მოხარული ვართ, ვიხილოთ, რომ კანონი გაწვეულია და ვაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას“, - განაცხადა კირბიმ მედიასთან.

ამასთან, როგორც ჯონ კირბიმ აღნიშნა, საჭიროა საქართველოში მეტი რეფორმა.

მისი თქმით, ჯეიკ სალივანმა საქართველოს პრეზიდენტთან ნათლად აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთან ამაზე მუშაობას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხომ მოხვდათ ის თვითმიზანი ცხვირში! საქართველო აღარ გახდება რუსეთი - ალეკო ელისაშვილი

👉 ქართველებმა ხმამაღალი და მკაფიო არჩევანი გააკეთეს - ეს არის გზა ევროკავშირისკენ - კალასი

👉 სწავლას რომ მორჩებით, მერე განახებენ სეირს, უფრო მეტი უნდა ვიყოთ აქციაზე - იაგო ხვიჩია

👉 როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ მართლაც შეეშინდა სტუდენტების - რაქვიაშვილი სავალდებულო ჯარზე

👉 აქციაზე დაკავებული თორნიკე აკოფაშვილი 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს