მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მორიგ კლოუნადას ვაწყდებით“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

ბ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„მგონია, რომ ეს პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს [ენმ-ში], დამოუკიდებლად ვერ ვითარდება და ემსახურება რაღაც კონკრეტულ მიზანს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ტექნიკურ სამუშაოებს სამუშაო ჯგუფი 1 კვირაში მორჩება. 

„მორიგ კლოუნადას ვაწყდებით. მგონია, ეს პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, დამოუკიდებლად ვერ ვითარდება და ემსახურება რაღაც კონკრეტულ მიზანს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა პერიოდია და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. შესაბამისად, ეს ნაბიჯი მაინც გადაიდგა. ამ ყველაფერს ახლა ჩვენ ვეღარ დავაბრუნებთ, შესაბამისად ამოცანა არის ერთი, სწრაფად ჩამრთავდეს ეს პროცესი.

სამუშაო ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში მორჩება ამ ტექნიკურ სამუშაოებს და იქნება იმის საშუალება, რომ იქით კვირას უკვე  დაინიშნოს პოლიტსაბჭო“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა  განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი  სოციალურ ქსელში წერს, რომ „საარჩევნო პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე ცდება ნორმალური პოლიტიკური პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს, როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს

✔️ კეზერაშვილი მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

✔️ 🎥 „საქართველოს 5 წელიწადში გავხდიდი ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად“ - მამუკა ხაზარაძე

✔️ „არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“ - ზურაბიშვილი

✔️ ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს, ადამიანი არის არაადეკვატურობა - ირაკლი ზარქუა