მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს 5 წელიწადში გავხდიდი ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად“ - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკოსი

„დაახლოებით 5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად“, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, ქვეყანაში უნდა დაბრუნდნენ უცხოეთში მომუშავე წარმატებული ადამიანები, რომლებიც მომავლის პროფესიებში მუშაობენ.

„დაახლოებით 5 წელიწადში. ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. 

ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით, ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, სადაც პირველი, ჩვენს ემიგრაციას და ჩვენ ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, რადგან მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ.

ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. ეს ეხება IT-ის და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს.

საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. პირველ რიგში, მისი უნდა დავიბრუნოთ, რომ საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოსა და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“ - ზურაბიშვილი

✔️ რეფორმის ბოლომდე მიყვანა მთავარია, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან - სალომე ზურაბიშვილი

✔️ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სალომე ზურაბიშვილი

✔️ უხერხულია, ვენეციის კომისიაში ვიღაცამ რომ გვკითხოს, რატომ იღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო - იაგო ხვიჩია

✔️ „ვარდების რევოლუცია“ ნამდვილად გამორჩეული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას გზა გაუხსნა უკეთესი მომავლისაკენ - ნინო ბურჯანაძე