მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით სააკაშვილი, მიეცით მკურნალობის საშუალება“ - დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით პრეზიდენტი სააკაშვილი, მიეცით მკურნალობის საშუალება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა. 

მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ სიტყვიერი, აგრესიული თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებზე. 

„პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები ერთობის შესაქმნელად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება. პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ სიტყვიერი, აგრესიული თავდასხმები ევროპარლამენტის წევრებსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებზე. 

საქართველო ევროპის ნაწილია, იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარება მიიღოს“, - აცხადებს დევიდ მაკალისტერი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️„ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და მეორე უბედურება, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“ - ნიკა მელია

✔️ პრეპარატები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ, დიაგნოზებთან შეუთავსებელი იყო - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ სიტუაცია მძიმეა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - მასიმო დანჯელო

✔️ „რა სჭირს სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ადამიანს არ მოსწონს ციხეში ჯდომა“ - ბექა დავითულიანი

✔️ პუტინი დამპირდა, რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა - სააკაშვილის წერილი ემანუელ მაკრონს