მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა

პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დეპუტატი

პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა.  აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მინაშვილმა აღნიშნა, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დასთანხმდა. 

„პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება. ეს წარმატება მოიტანა იმ პრინციპულობამ და შემართებამ, რაც მთელმა საზოგადოებამ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა მინაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაშია მოთავსებულიყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.