მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაქტია, ჩავფლავდით - ალეკო ელისაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე დეპუტატი ალეკო ელისაშვილი საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა. 

„ფაქტია ჩავფლავდით! ფაქტია, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით! შანსი გვაქვს და კონკრეტულად გვითხრეს რა უნდა გავაკეთოთ! ყველამ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას კონკრეტული ნაბიჯები“, - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში. 

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

ამავე თემაზე: 

👉   24 ივნისს თუ უარყოფითი შედეგი დადგა, ეს ხელისუფლება სახლში მშვიდობიანად უნდა გავუშვათ - მამუკა ხაზარაძე

👉 მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენთვის გარკვეულწილად გულდასაწყვეტია - ირაკლი კობახიძე

👉 ბევრი არაფერი, თუმცა თეორიულად რჩება შანსი 24 ივნისს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და შანსი მოგვცენ - თინა ხიდაშელი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

👉 ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

👉 „საბჭოს ვურჩევთ, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს“ - ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

👉 „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

👉 მივმართავთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - ფონ დერ ლაიენი