მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლარიზაციის შემოქმედი ჩვენი ქვეყნის  ოპოზიციაა“ - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში უდავოდ გვაქვს პოლარიზაციის უზარმაზარი ხარისხი“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა,  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი წყურვილი აქვს, 

„მიზეზი შეთქმულების ძიებისთვის არ არსებობს - არიან დეპუტატები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საკითხებზე, რომლებიც მათ აქტუალურად მიაჩნიათ, ისაუბრონ და არ მგონია, ეს შეთქმულების ნიშანს იძლეოდეს. არ მგონია, პოლიტიკოსს მოეთხოვებოდეს ყველა განცხადებასთან დაკავშირებით დადებითი ან უარყოფითი პოზიციის გამოხატვა.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში უდავოდ გვაქვს პოლარიზაციის უზარმაზარი ხარისხი. ამის შემოქმედი დიდ წილად ვფიქრობ, არის ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია, რომელსაც დაუოკებელი წყურვილი აქვს ხელისუფლების ხელში აღების“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც 10 წელია ცდილობს ისტორიის გადაწერას“ - ნუგზარ წიკლაური

👉 „ოცნებას“ არასდროს უთქვამს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს“ - მიხეილ სარჯველაძე

👉 „ჩვენი ოპოზიცია ზარმაცი სტუდენტივით იქცევა“ - გია ხუხაშვილი

👉 „ისინი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები“ - მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

👉 „არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს“ - იაგო ხვიჩია