მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი ოპოზიცია ზარმაცი სტუდენტივით იქცევა“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში

„ჩვენი ოპოზიცია ზარმაცი სტუდენტივით იქცევა“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმებს ერთ სვლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ქმედებებით საზოგადოების ნდობას ვერ დაიბრუნებენ.

ამასთან, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და საზოგადოებას შორის ხიდია ჩატეხილი, რომლის აღდგენაც მნიშვნელოვანია. 

მისი თქმით, ოპოზიცია მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ელაპარაკებოდეს და მათ მიზნებს აცნობდეს. 

„პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ პოლიტიკამ არ იცის სეზონი. პოლიტიკა ეს არის 24 საათიანი სამუშაო, მით უმეტეს  ისეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციასა და ამომრჩეველს შორის ხიდია ჩატეხილი. ნდობის დაბრუნებას კი მუშაობა სჭირდება. ჩვენი ოპოზიცია ზარმაცი სტუდენტივით იქცევა. მათ  უნდა ესმოდეთ, პრობლემა მარტო ხელისუფლებასთან დაკავშირებით არ აქვს საზოგადოებას, საზოგადოებას ოპოზიციასთან დაკავშირებითაც აქვს პრობლემა. შესაბამისად, რკინის ფალავნები უნდა ეცვათ და ხალხში უნდა დადიოდნენ. ცალ-ცალკე და ერთადაც უნდა ეცადონ, ხალხში გააჩინონ უკეთესი მომავლის რწმენა. მარტო იმის მტკიცება, ხელისუფლება ცუდია - არ არის საკმარისი. შენ რომ კარგი ხარ, ეს უნდა დაამტკიცო და ამისათვის კი ოპოზიცია არაფერს არ აკეთებს. 

პოლიტიკაში ყველა ინსტრუმენტი შეიძლება გამოიყენო. ოპოზიცია უნდა მოქმედებდეს. უნდა იმოქმედონ, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვონ. „ოქროს გასაღების“ ძიებაში ყოფნას თავი უნდა გაანებონ. ჩვენი ოპოზიციური პარტიები სატელევიზიო პარტიებად იქცნენ. პოლიტიკა  ჰგონიათ ტელევიზიებში საუბარი. ტელევიზორში გამოსვლა პოლიტიკურ პროცესს არ განსაზღვრავს. თუ ცხელა, ბათუმში წადით და იქაურ ამომრჩევლებს ელაპარაკეთ.

მათ უნდა ჰქონდეთ გეგმა, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ. მუდმივად მათი გეგმა ერთსვლიანია, პოლიტიკა მრავალსვლიანი კომბინაციებია, გრძელვადიანი გეგმებია საჭირო. ოპოზიციამ რეალური გეგმა უნდა დასახოს, რათა A გეგმიდან B გეგმამდე მივიდეს. ჩვენი 100 პოლიტიკოსიდან მხოლოდ 2 მუშაობს. ელოდებიან კვირის ბოლოს რომელიმე ეთერში როდის დაუძახებენ და ეს ჰგონიათ პოლიტიკა. ივანიშვილის ძალა დღეს ამათ უაზრო საქციელშია. ბიძინას ერთადერთი არგუმენტია - მე არვარგივარ?! ესენი საერთოდ ვინ არიან!“ - აცხადებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ისინი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები“ - მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

👉 „არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს“ - იაგო ხვიჩია

👉 „კრიტიკის რამე სერიოზულ მიზეზს არ იძლევა“ - სარჯველაძე 4 დეპუტატის წერილზე

👉 რატომ არ მცირდება საწვავზე ფასი?  - კონკურენციის სააგენტო მოკვლევას იწყებს

👉 „პარტიის სამოქმედო გეგმის სამი შემადგენელი კომპონენტი - ხალხის რაოდენობა, პროტესტის იდეები და რესურსები იქნება, მათ შორის ფინანსური“ - ზურაბ ჯაფარიძე