მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრემიერის გამოსვლა იყო აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი“ - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

„პრემიერის გამოსვლა იყო აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს, რომელიც პრემიერმა 22 ივნისს პარლამენტში წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლა პარლამენტში სავსე იყო ზიზღითა და სიძულვილის ენით.

„სამწუხაროდ დღეს ვნახეთ მეორე სახე. ვარ სრულიად  შეშფოთებული, იმისგან თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. პარლამენტში დღეს დავინახეთ საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა: ზრდილობა, ერთიანობა, თავშეკავება და ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა კი საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს.

ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ გზავნილს - რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.

როდესაც ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმ მოგეთხოვება 2 რამ: ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო. მეორე, შენ გაიგო შენგან რას ელოდება ის პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს - რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, გავაანალიზეთ და ჩვენ ყველა ერთად მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ გზავნილი. მთელი მოსახლეობა გაოგნებულია დღევანდელი დღით და მათ შორის მეც.

მინდა გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული თუ არა, ამ ყველაფერზე პასუხი აღარ მაქვს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ევროპული საბჭო მზადაა, ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოს სტატუსი მისცეს“ - რიკარდ იოზვიაკი

👉 „არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“ - კახა გოგოლაშვილი

👉 „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვას მისცეს სტატუსი, რადგან ეს ქვეყნები შუაგული ევროპაა“ - რამაზ საყვარელიძე

👉„მოლდოვას და უკრაინას ავანსად მისცეს სტატუსი“ - გია ხუხაშვილი