მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„რასაკვირველია, ვიღაცამ უმტყუნა“ - თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებით, სააკაშვილს ვიღაცამ უმტყუნა.

„ბევრი ადამიანი, ვინც მის გვერდით იყო, დღეს სხვა საქმიანობით დასაქმდა. შეიძლება, მათ პოლიტიკა აღარ აინტერესებთ, შეიძლება რაღაცას უფრო მნიშვნელოვანს აკეთებენ. მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის კონიუქტურული მოსაზრებებით გამოწვეული. ხალხი წერს, ლუსტრაცია მოხდაო, კი მოხდა, რასაკვირველია, მაგრამ ეს ლუსტრაცია ჩვენ არაფერში არც გვრგებს და არც გვავნებს. რასაკვირველია, ვიღაცამ უმტყუნა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას დიდი სურათისთვის. ვიღაცამ უმტყუნა, ვიღაცა ალბათ გვერდზე გავიდა...

არავის არ მოუტყუებია, ცდილობდნენ, მოეტყუებინათ, მაგრამ მინდა, რომ იმათ მივმართო, ვინც ატყუებდა – დაწყნარდით, იცოდეთ, რომ თქვენ ვერავინ ვერ მოატყუეთ. თქვენი ტყუილები დარჩა თქვენთან. მიშამ გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ თქვენ დაგიჯერათ და თქვენ მოატყუეთ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ უნდოდა ასე“, - განაცხადა ალასანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინაში მარცხის ფონზე, პუტინის ერთადერთი გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის წამებაა - გიორგი მარგველაშვილი

👉 „თავს დიდი პოეტების და მწერლების ქვეყნად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში უვიცი და უკულტურო ბარბაროსები აღმოჩნდნენ“ - რუსლან სტეფანჩუკი რუსებზე

👉 ევროკავშირი თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულია - ჯოზეფ ბორელი

👉 თურქეთის არმიამ სირიასა და ერაყში ოპერაციების ფარგლებში 364 ბოევიკი გაანადგურა - თურქეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „ფეიერვერკი მელიტოპოლის აღმოსავლეთით, ოკუპანტების ბუნაგი იწვის“ - მელიტოპოლის მერი