მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“ - ანა წითლიძე ნადირაძის განცხადებაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე საჯაროდ გაკეთდეს განცხადებები.

მისი თქმით, ყველა არგუმენტი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პარტიის  ამომრჩეველს, მხარდამჭერებს, წევრებს ლეგიტიმურია და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად პარტია ყოველთვის მზად არის. 

„ძალიან ბევრ საკითხში გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და ძალიან ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჯაროდ გაკეთდეს ამაზე განცხადება - ეს არ არის სწორი, თორემ ჩვეულებრივი პროცესია აზრთა სხვადასხვაობა.

უცნაური ამაში არაფერი არ არის, რომ მათ ჰქონდეთ კითხვები ამასთან დაკავშირებით, უფრო მეტ აქტიურობას ითხოვდნენ, ეს არის სწორი და ეს არის კარგი, მაგრამ პარტიაში ყველა ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდა, პარტიის შიგნით დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა, პარტიის შიგნით განგვეხილა ეს ყველაფერი და პარტიის შიგნით მოგვეგვარებინა.

მთავარი ინიციატორი ამ არჩევნების იყო ნიკა მელია, მაგრამ მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“, - აცხადებს ანა წითლიძე. 

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“  ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია - სოფო ჯაფარიძე

✔️ „ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მაქვს შინაგანი რწმენა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - იაგო ხვიჩია