მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ პოზიციისთვის - გახარია ლავროვის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი

„რუსეთი  საქართველოს უკრაინის მიმართ პოზიციისთვის აჯილდოებს“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

👉 ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

მისი თქმით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

„რუსეთი საქართველოს უკრაინის მიმართ მისი პოზიციისთვის და ივანიშვილის დეპუტატების განცხადებების შემდეგ აჯილდოებს, რომ ევროკავშირი და ნატო აღარ არის პანაცეა, განიხილავს საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობის აღდგენას, მათ შორის დიპლომატიური კავშირების. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ისტორიული არჩევანის ღალატი“, - წერს გიორგი გახარია. 

შეგახსენებთ, ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  18 დეკემბერს გააკეთა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან - კელი დეგნანი

✔️ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი

✔️ მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ცუდს ვერაფერს ვხედავ, შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის - კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

✔️„ისიც კი, რომ საქართველო ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარებაში, ეს უკვე უმძიმესი დარტყმაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის“ - გიგა ბოკერია