მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი

გავრილოვის განცხადება

სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.

👉 ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ორ ქვეყანას შორის ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას.

„უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებას“, - განაცხადა გავრილოვმა.

მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაზრდას და ტურიზმის განვითარებას.

„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის მეგობარი ქვეყნებიდან, რომლებიც განახორციელებენ გადაზიდვებს რუსეთსა და საქართველოს შორის“, - დასძინა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  18 დეკემბერს გააკეთა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ცუდს ვერაფერს ვხედავ, შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის - კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

✔️„ისიც კი, რომ საქართველო ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარებაში, ეს უკვე უმძიმესი დარტყმაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის“ - გიგა ბოკერია