მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში

„ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობას  ურჩევნია მოისმინოს ის, რომ რუსეთის ჯარები ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ის, რომ რუსეთი ემორჩილება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე ცნობები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. 

👉 ლავროვი: იმედი მაქვს, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ

დეგნანის განცხადებით, რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება ისედაც შეუძლიათ.

„როდესაც გადახედავ საქართველოს ისტორიას, დაინახავ, რომ იგი სავსეა რუსეთის მხრიდან დარღვეული პირობებით, იმის მცდელობით, რომ საქართველოსთვის წაერთმიათ იდენტობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობას ურჩევნია მოისმინოს ის, რომ რუსეთის ჯარები ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ის, რომ რუსეთი ემორჩილება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე ცნობები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

არ მგონია, რომ ქართულ ოჯახებს, ვინც რუსეთში ცხოვრობს, არ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნება, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟოსთან, ყველა უწყებასთან იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იხსნება საქართველოსთვის, რომ გახდეს დერეფანი შუა აზიიდან ევროპამდე.

ჩვენ ამ მიმართულებითაც ვთანამშრომლობთ თქვენს ქვეყანასთან, რომ შეძლოს გამოიყენოს ეს შანსი და ამავდროულად, დაიცვათ საერთაშორისო სანქციები“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი. 

შეგახსენებთ, ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  18 დეკემბერს გააკეთა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი

✔️ მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ცუდს ვერაფერს ვხედავ, შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის - კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

✔️„ისიც კი, რომ საქართველო ეჭვმიტანილია რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდების დახმარებაში, ეს უკვე უმძიმესი დარტყმაა ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის“ - გიგა ბოკერია