მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცუდს ვერაფერს ვხედავ, შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის - კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

თბილისის მერი

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა, საქართველოსთვის კარგიც კი იყოს.

„თქვენ იცით, რომ ფრენები შეზღუდული იყო ცალმხრივად, საქართველო სანქცირებული იყო. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ეს შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი იმ თვალსაზრისითაც, რომ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები დაეხმარება ადამიანებს, თუნდაც მიმოსვლაში“, - აცხადებს თბილისის მერი. 

შეგახსენებთ, ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა  18 დეკემბერს გააკეთა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები ზაპოროჟიეს რეგიონში თავდაცვისთვის ემზადებიან, ხოლო ბახმუტსა და სოლედარში ბრძოლები გრძელდება - საბრძოლო რუკა

✔️„რუსეთის დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია, გამარჯვება ჩვენი იქნება“ - რუსი დიპლომატი

✔️  მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ უკრაინა გააგრძელებს გამოფიტვის ბრძოლას, მაგრამ ადრე თუ გვიან მას კონტრშეტევაზე გადასვლა მოუწევს - ლაშა ბერიძე

✔️ „მათ არ ეშინიათ დასჯის“ - ანალიტიკოსების თქმით, რუსეთში პუტინს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ