მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი პლანეტის ჭირია“ - კახა გოგიძე

მსახიობი კახა გოგიძე

„რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, პირდაპირი ღალატია სამშობლოსი“, - ამის შესახებ მსახიობმა კახა გოგიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

მსახიობი რუსეთის ფედერაციას პლანეტის ჭირს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობას მათ მიერ ჩადენილი სიმწარეები ახსოვთ.

„ლეგიტიმური უფლება მაქვს მეზიზღებოდეს რუსეთი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი, იმის შემდეგ, რაც გააკეთეს და რაც ვნახეთ. გაგრაში მოჭრილი ქართველების თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს, ქალებს საბურავები რომ ჩამოაცვეს და ცეცხლი მოუკიდეს სანაპიროზე, რითაც ხალისობდნენ რუსები, 300 ქალი სკოლაში გამოკეტეს და დიდი ხნის მანძილზე აუპატიურებდნენ, ქართველი ბიჭები ჭაში რომ ჩაყარეს თავდაყირა ცოცხლები და შემდეგ გადაასწორეს ტრაქტორით და დამარხეს, როდესაც ქალს თვალწინ მოუკლეს შვილი და იმის თვალი აჭამეს და ამის მერე მეუბნებიან - თურმე რუსოფობი და ქსენოფობი ვარ?! რუსოფობია სჯობს რუსოფილიას და რუსოფილია კოპროლანგიის (ავხორცობა) განტოტებაა და მაგაში ხართ ჩემო მეგობრებო!

ნუ გგონიათ, რუსები აქ ფულს დებენ. ფულს აბანდებენ იმისთვის, რომ  უფრო მეტი წაიღონ. რუსეთი თავიდან ბოლომდე პლანეტის ჭირია. გვახსოვს მათი სიმწარეები. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან. ახლა უნდა გამოხვიდეთ პარლამენტიდან და შექმნათ პოლიტიკური კრიზისი, ნუღარ სხედხართ მათთან. უკვე ისეთ რაღაცებს აკეთებენ,  პირდაპირი ღალატია სამშობლოსი“, - აცხადებს მსახიობი კახა გოგიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

  საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

✅ „ტურიზმს არავინ ებრძვის“ - სერგო ჩიხლაძე

✅ საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

 „მყისიერი საფრთხე გვიდგას იმისა, რომ გავხდეთ ჰიბრიდული ომის ყველაზე ცხელი წერტილი“ - დავით ძიძიშვილი