მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა“ - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

„სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკას.

მაჭარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მართლმსაჯულების გადაწყვეტილება უნდა შეასრულოს.

„ამაშიც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონები არიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები. მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა. ახლა ამბობენ, ქართული პოლიტიკა რომ არ უნდოდა, იქნებ, ციხიდან გამოუშვათო. ასეთ განცხადებებს ეტყობა, სააკაშვილს რა ადვოკატები ჰყავს დაქირავებული. მას ჩადენილი აქვს სისტემური, კონკრეტული დანაშაული და უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება. ბუნებრივია მან უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, რაზედაც ჩვენ  ყველა ერთად ვთანხმდებით“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.   

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული პოლიტიკის დატოვება და უკრაინაში მოღვაწეობის გაგრძელება სურს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ახლა მისი გადარჩენის დროა“ - მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

✅ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - შალვა ხაჭაპურიძე

✅ თუ დარბაზში დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ - შალვა ხაჭაპურიძე

 „უნდა მოვრჩეთ პაპუასობას“ - გიორგი ჩალაძე

✅ „ჯანმრთელი ადამიანი შევიდა საპყრობილეში და იქიდან რამდენიმე თვეში დაავადებული ადამიანი მივიღეთ“ - ოთარ თოიძე