მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია - ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ამდენი საუბარი მომაბეზრებელია. 

ელისაშვილის თქმით, სააკაშვილმა გარისკა, ჩამოვიდა საქართველოში და ახლა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ის პატიმარია. 

ელისაშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის სააკაშვილისგან განსხვავებით კაცურად იხდის სასჯელს. 

„ძალიან მომაბეზრებელია უკვე სააკაშვილზე ამდენი ლაპარაკი, თითქოს სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ გვქონდეს. გამუდმებული საუბარი, რომ წამლავენ და წამლავენ... პოლონიუმი დაალევინო მოცვის ან პიტნის ჩაი ხომ არ არის?  დილით დაგალევინოს გაწყინოს და საღამოს აღარ გაწყინოს. 

ამ საკითხს ყველა ცოტა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, ადვოკატებიც, რომლებიც საოცრებებს ლაპარაკობენ. სახელმწიფო პასუხისმგებელია, რომ სააკაშვილს არაფერი დაემართოს. სააკაშვილი ცოტა მეტი ღირსებით უნდა მოიქცეს... რომ ჩამოდიოდა, ხომ იცოდა რომ ან რევოლუციას მოახდენდა თუ გამოუვიდოდა ან დაიჭერდნენ. თუ დაიჭერდნენ ციხეში მოუწევდა ყოფნა. 

ცოტა მეტი კაცობით და ცოტა მეტი ღირსებით ხომ უნდა იყო? ორჯერ პრეზიდენტი და მთავარსარდალი იყავი, ყოველ დღე რომ კვდები და კვდები, რა უბედურებაა. თან თვითონ ვერ ხვდება, რომ მართლა ყელში ამოუვიდა ყველას ამაზე ლაპარაკი? “, - აცხადებს ელისაშვილი. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა დაასრულებს ქვეყანაში სააკაშვილის თემაზე საუბარს? ელისაშვილი ამბობს, „სააკაშვილმა ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს, რომ პატიმარია“. 

„ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს, რომ პატიმარია. სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში. არ გამიგია პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში. უნდა შეეგუოს, რომ მან გარისკა და არ გამოვიდა. მოუწევს იმასთან შეგუება, რომ მას რაც აქვს მისჯილი, იმ ხნის განმავლობაში იყოს ციხეში. მართლა ცოდოა ეს ქვეყანა, სააკაშვილმა ეს ჭამა, სააკაშვილმა ის დალია, მართლა ყელში ამოვიდა. მილიონი პრობლემაა ამ ქვეყანაში. ყველაზე ცუდი იცით რა არის? ეს არის საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“. ზის გვარამია, კაცურად, ხმას არ იღებს. ნიკა გვარამია აბსოლუტურად ტყუილად ზის, სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც დააშავა, როდესაც ხელისუფლებაში იყო“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ბრეგაძის განცხადებით, სამხარაულის დასკვნის შესაბამისად ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო არ არის

„ფეხმძიმობაზე არ მომთხოვდეს ტესტს „ვივამედი“ და არ ვჩივი არაფერს - შალვა ხაჭაპურიძე

➖ „ქალების წაშლა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან“ - გაეროს განცხადებით, „თალიბანი“ ქალთა დახმარებაზე ახალ წესებს შემოიღებს

თურქეთმა ნატოს გაფართოებაზე სამმხრივი შეხვედრა გააუქმა

ნატომ „რამშტაინის“ შეხვედრის მორიგი თარიღი დაასახელა