მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანება, სტატუსი ძალიან ახლოსაა, ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი

„გაქვთ შანსი, ჩამოაყალიბოთ ამ ქვეყნის მომავალი ისეთი, როგორშიც გსურთ იცხოვროთ. ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ. ეს არის თქვენი შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც“, - ამის შესახებ  საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს აქვს საშუალება, დააჩქაროს ევროკავშირში გაწევრიანება

„გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, დააჩქაროთ ევროკავშირში გაწევრიანება, ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა ამ გზაზე დგახართ. ევროპული პერსპექტივა უზარმაზარი ნაბიჯია და კანდიდატის სტატუსიც საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა.

ევროკავშირმა მოგცათ საგზაო რუკა და შეერთებული შტატები მხარს გიჭერთ, რომ შემდეგი ნაბიჯი რეალობად იქცეს. თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. გაქვთ შანსი, ჩამოაყალიბოთ ამ ქვეყნის მომავალი ისეთი, როგორშიც გსურთ იცხოვროთ. ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ. ეს არის თქვენი შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც“, - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „არ მგონია, პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ისეთი ურთიერთობა იყოს, რომ ერთმანეთს აშინებდნენ“ - იაგო ხვიჩია

✔️ 10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, ჩვენი შვილები სჭირდებათ ყმებად - შალვა ნათელაშვილი

✔️ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, უბრალოდ სირცხვილია, რომ ის ციხეში დარჩეს - მიხაილ ხოდორკოვსკი

✔️ უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, თუ არ გადავარჩენთ, მსოფლიო ინანებს ამას - დმიტრი გორდონი

✔️ „მიხეილ სააკაშვილისგან დღეს მხოლოდ ნაჭუჭებია დარჩენილი“ - ერიკ დეივიდ გოლდ სმიტი