მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის - რომან გოცირიძე

ენმ-ს წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი რომან გოცირიძე „ტვ პირველის“ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის მიერ მობილიზაციის გამოცხადებისა და ამავე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხზე საუბრობს. 

რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაკეტავს საზღვარს, თუკი ამას რუსეთის ხელისუფლება ეტყვის. 

„ლარსზე 11 კილომეტრიანი რიგი დგას, რუსულ საინფორმაციო წყაროებზე წავიკითხე. ამ 11 კილომეტრში ავტობუსები რომ არ იყოს და მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი რომ იყოს, ეს არის ერთ მანქანაში 4 კაცი ანუ დაახლოებით 40-44 ათასი კაცი არის საზღვართან მომდგარი. ასეთივე ვითარებაა ყაზახეთში, მონღოლეთში... 

ფინეთში 30 კილომეტრიანი რიგია. ვისაც კი ევროკავშირის ვისაც ჰქონია, ყველა მიაწყდა ფინეთს. რა თქმა უნდა, ფილტრი იქნება რუსეთის მხრიდანაც. მოვლენებს ობიექტურად შევხედოთ, რუსეთი ჩაკეტავს თავის საზღვარს. 18-იდან 65 წლამდე ადამიანებს ფაქტობრივად უკვე აკრძალული აქვთ რუსეთის დიდ ნაწილში საკუთარი რაიონიდან გასვლა, ჯერ ეს არ ეხება მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგს.

ეს ადამიანების ის ტალღაა, რომლებსაც უნდათ, რომ ამ 2-3 დღეში გაქცევა მოასწრონ. ასე რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის. თუ რუსეთი ეტყვის, „მოდი, ჩაკეტე, იმიტომ რომ დეზერტირები მოდიან და ეს ხალხი უკრაინაში მინდა საბრძოლველად წავიყვანო“,  საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეასრულებს“, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ბენ ჰოჯესი: პუტინის ქმედებები მესამე რაიხის ბოლო დღეებში ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს

✔️ „არა მობილიზაციას“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაანონსდა

✔️ „წადით საქართველოსკენ ყირიმის გავლით, ცოტა დრო რჩება“ – მელიტოპოლის მერი ქალაქში მცხოვრებ 18-35 წლის კაცებს მიმართავს

✔️ „ასეთი „ოცნება“ არასდროს მქონია, მოვკვდე უცხო მიწაზე“ - რას ამბობენ რიგითი რუსები პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე?

✔️ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია წარმატების მომტანი იქნება და შემდეგ მუქარა - „ამათ თუ შეეხები ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ“ - სერგი კაპანაძე