მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერიოზულად ვმსჯელობთ, ხომ არ მოსთხოვა ამერიკის ელჩმა ივანიშვილს ომის დაწყება და ამ „გმირმა“ კაცმა წინააღმდეგობა გაუწია - გიგა ბოკერია

ევგროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს შეურაცხმყოფელი სპექტაკლია. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, ის რაც ახლა საზოგადოებამ იხილა, აბსურდის თეატრია და ძალიან ჰგავს პუტინის პროპაგანდას. 

„ამ თვალსაზრისით ძალიან ჰგავს პუტინის პროპაგანდას. თქვენ ნანახი გაქვთ ნავალნი რომ დაიჭირეს და ხალხი, რომ იჯდა? ეს იყო აბსურდის თეატრი და ახლა ჩვენ, ყველანი ვართ აბსურდის თეატრში. სერიოზულად ვმსჯელობთ, ხომ არ მოსთხოვა ამერიკის ელჩმა ომის დაწყება ივანიშვილს? ამ „გმირმა“ კაცმა ქვეყნის გადასარჩენად წინააღმდეგობა გაუწია და ამიტომ ისჯება ის. 

პოლიტიკურ ყურმოჭრილ მონას შორის სამი აარჩია, ამ სამს დაასმევინა კითხვა, რომ „მიპასუხეთ ბატონო ბიძინა“ და ჩვენ ამას სერიოზულად ვიხილავთ.  ივანიშვილის მიზანია ამ ნიაღვარში საზოგადოების ჩახრჩობა და საზოგადოების ნაწილის დაბნევა. 

ამერიკის ელჩს ამხელენ სოზარ სუბარი და ხუნდაძე, შეურაცხმყოფელი სპექტაკლია, ივანიშვილს რიტორიკულად ჰკითხეს დაგვიდასტურე შეხვედრაო“, - აცხადებს გიგა ბოკერია. 

ცნობისთვის, 27 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს, რომ აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ნამდვილად შეხვდა.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს საკითხი დღესაც აქტუალურია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

⭕ იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა, ახლა დაგიგროვდათ ნაგავი და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? - სოსო გოგაშვილი

⭕ „ახლა ივანიშვილმა უნდა აირჩიოს, როგორ წავა ხელისუფლებიდან - მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ“ - გოცირიძე

 „ივანიშვილს თავისი გამოთაყვანებული მხარდამჭერები იდიოტებად მიაჩნია“ - ჯაფარიძე

⭕ „მამაჩემის და ჩემი ოჯახის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა“ - ნინი გოგაშვილი