მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სწორად მოვიქეცით, რომ „ენმ“-ს აქციას არ შევუერთდით, აქციები ცალმხრივად არ უნდა დაანონსდეს - ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი

„აქციები ცალმხრივად არ უნდა დაანონსდეს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

ჯაფარიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებების თვითმარქვია ოპოზიციასთან დაკავშირებით მათ პარტიას არ ეხება.

„არანაირად არ იქნებოდა ეს ჩვენს მიერ აღქმული, რომ ეს იყო ჩვენს აღსაწერად გამოყენებული ეს ტერმინოლოგია, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს უნდა ჰკითხოთ თვითონ ლევან ხაბეიშვილს, ვის გულისხმობდა და ვფიქრობ, რომ გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი, იმიტომ, რომ აქციები ცალმხრივად არ უნდა დაანონსდეს და ის აქციები, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მართლაც უპრეცედენტო მობილიზაციით ჩაატარა 7-8-9 მარტს, ეს იყო სწორედ თვალსაჩინო მაგალითი ერთობის, როდესაც ყველანი ჩვენ წინ აღვუდექით რუსულ კანონს. ჩვენ ვართ ასეთი აქციების მხარდამჭერი“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ – თვითმარქვია.

„დღეს თქვენ აქ ნახეთ მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე, ნახეთ პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც ასევე ისაუბრა ერთობის მნიშვნელობაზე. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა აქციაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იცავენ მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში მონაწილეობენ, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევთ - გია ხუხაშვილი

👉 ლევან ხაბეიშვილი განტევების ვაცს ოპოზიციაში ეძებს, რომ წარუმატებლობა გადაფაროს - ირაკლი კუპრაძე

👉 ხაბეიშვილმა და მარგველაშვილმა უნდა გადაწყვიტონ, ვინაა ნამდვილი ოპოზიცია? ეს სასაცილოა - დაუშვილი

👉 მსგავსი განცხადებები კონსოლიდაციას ხელს არ უწყობს - დეკანოიძე ხაბეიშვილს

👉 ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, არ აკეთებს ადეკვატურ განცხადებებს - სამნიძე ხაბეიშვილზე