მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს მისი პრეზიდენტობისას დახარჯული ხარჯების შესახებ ისაუბრა. 

ექსპრეზიდენტის თქმით, აღნიშნული თანხების მეხუთედს მისი მეუღლე სანდრა რულოვსი ხარჯავდა და თუკი ეს დანაშაულია გაუგებარია რატომ არ არის საქმე მასზეც აღძრული.

„სანდრას რატომ არ ასამართლებთ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე. ამ ხარჯების მეხუთედი სანდრასია, ოღონდ სანამ სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ მან ამ ქვეყანაში შემოიტანა 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში. მისი მეშვეობით 4-ჯერ ნაკლები ქალი კვდება მკერდის კიბოთი, ვიდრე მანამდე.

ყველა ციხის ექიმი გეტყვით, რამდენი რამე აქვს გაკეთებული ციხეში ჯანდაცვისთვის. სანდრა არ არის კორუფციონერი? ერთად ვიყავით გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში, აღმოაჩნდა სასწრაფო ონკოლოგიური პრობლემა და გავუკეთეთ ოპერაცია, რომელიც დაჯდა საკმაოდ დიდი თანხა. რატომ არ არის საქმე აღძრული?“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. 

ინფორმაციისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება 29 ნოემბერსაც მიეცა.

ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა.

ამავე თემაზე: 

🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴 „მიშა უნდა გახდეს თავისუფლების სიმბოლო ამ ქვეყანაში“ - გიორგი სააკაშვილი