გიორგი სააკაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა მას მოსამართლე სხდომაზე შესვლის უფლებას.
როგორც მან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტობის დროს გაწეული ხარჯები ბიუჯეტის გაფლანგვად ვერ ჩაითვლება.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში თავისუფლების სიმბოლო უნდა გახდეს.
„რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტის გაფლანგვად ვერ ჩაითვლება. მე ნამდვილად არ ვარ დეტალებში ჩახედული. ეს საქმე დაიდო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში. დააბრალეს, რომ 9 მილიონი გაფლანგულია. მიშას ვიცნობ ძალიან ახლოდან და პირდაპირ ვიტყვი, რომ ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.
ვნახოთ, დაველოდოთ მიშას გამოსვლას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან არგუმენტირებულად ახსნის, რომ თავის დროზე აბსოლუტურად სწორად იყო ეს ხარჯები გაწეული. ვუყურებ ხოლმე სატელევიზიო გადაცემებს და ერთ-ერთ გადაცემაში რესპონდენტი აღნიშნავდა, რომ მიშა არის ჩვენი გულის პრეზიდენტი, მართლაც გულთან ახლოს მივიტანე ეს სიტყვები და რომ დავუფიქრდეთ, მიშა უნდა გახდეს თავისუფლების სიმბოლო ამ ქვეყანაში და თავისუფლება და ჯანმრთელობა მიშას, უნდა გახდეს ამოცანა ყველა იმ ადამიანის, რომელსაც რუსეთისგან თავისუფალ ქვეყანაში და ევროპულ თანამეგობრობაში უნდა ცხოვრება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
გამოძიება მას ამჯერად სახელმწიფო თანხების გაფლანგვას ედავება.
ინფორმაციისთვის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მხოლოდ 29 ნოემბერს მიეცა.
ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა.
ამავე თემაზე:
🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი
🔴 „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე
🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი
🔴 „გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი
🔴 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“