მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?! - გიული ალასანია

გიული ალასანია

„ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?!“ - ამ სიტყვებით ეხმაურება  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა აქვს უკვე ერთ კვირაზე მეტია, თუმცა, ამის მიზეზი უცნობია. ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?!

მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ თითქოს დათანხმდნენ, რომ ეს ადამიანი {ამერიკელი ექიმი} უნდა შეეშვათ, მიეცათ ლიცენზია, ველოდებოდით, რომ მოხდებოდა მისი შეყვანა დაჩქარებული ტემპით, ხომ არის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა, როცა ჯანმრთელობას ეხება, არა? როგორც ჩანს, არაფერი აღარ არსებობს საერთოდ. ისე დამთავრდა დღე, რომ შედეგი ვერ მივიღე და დღეს ვიგებ, რომ არც ყოფილა დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს. ამ ადამიანს დაეწერა უკვე არაერთი დიაგნოზი“, - აცხადებს გიული ალასანია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ „დასკვნას უმოკლეს დროში მოვამზადებთ“ - მასიმო დანჯელო

✔️ „ელოდებოდა ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის ნაცვლად მოსამართლემ  მიაკითხა“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „ვივამედზე“ ხორციელდება წნეხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დადებითად შეაფასონ - შოთა თუთბერიძე