მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არგუმენტი მედიკამენტი მცენარეულია, არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს დაგვიშავებს“ - მაია ბუწაშვილი

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მცენარეული მედიკამენტების შესახებ წერს და აცხადებს, რომ სრულიად უკონტროლოდ ხდება ამ ტიპის მედიკამენტების მოხმარება. 

ბუწაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მცენარეული წამლების გამოყენება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ვერაფერს ავნებს. 

ექიმის თქმით, უამრავი ძალიან ძლიერ მოქმედი საშუალება სწორედ მცენარეებისგან მზადდება. 

„ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი სრულიად უკონტროლოდ მოიხმარს სხვადასხვა მედიკამენტს და ეს საყოველთაო პრობლემაა, განსაკუთრებით კოვიდის ეპოქაში, მაგრამ ახლა მინდა შევეხო ე.წ. მცენარეულ წამლებს, რაც დამკვიდრებული ტერმინია და ადამიანები სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ თუ პრეპარატი „მცენარეულია“, ესე იგი ავტომატურად უვნებელია და შეიძლება თავისუფლად მივიღოთ, თუნდაც სრულიად უმისამართოდ და უკონტროლოდ.

ის არგუმენტი, რომ პრეპარატი მცენარეულია, სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს დაგვიშავებს. უამრავი ძალიან ძლიერ მოქმედი საშუალება სწორედ მცენარეებისგან მზადდება (მაგალითად, დიგოქსინი და უამრავი სხვა).
ამაზე კეთდება აქცენტი ე.წ. ექიმბაშების მიერ დამზადებული საშუალებების გამოყენებისასაც.

ბევრი ფიქრობს, რომ მაინც „მოსინჯავს“, რადგან მცენარეულია და მინიმუმ არაფერს დაუშავებს. თუმცა არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას შეჰქმნია სერიოზული საფრთხე სწორედ ამ გაურკვეველი „მცენარეული“ საშუალებების მიღებისას. ამიტომ მარტო იმის გამო, რომ პრეპარატი მცენარისგან არის დამზადებული, მას უვნებელს არ ხდის და როგორც სხვა, ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, დიდი სიფრთხილეა საჭირო“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📣 D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

📣 იმუნური სისტემა ზოგჯერ ჩვენი მტერი ხდება - BBC

📣 რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

📣 კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით იქნება გამოწვეული - მაია ბუწაშვილი

📣 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება