მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

D ვიტამინი კორონავირუსს ებრძვის და პაციენტებს სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკის შემცირებაში ეხმარება - კვლევა

ვიტამინი D
1643970959
COVID-19

ისრაელის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინი COVID 19-ს ებრძვის. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება. 

ამ კვლევების მიხედვით, ადამიანის ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტს და კორონავირუსის მძიმე შემთხვევების და გარდაცვალებას შორის კავშირი არსებობს. 

ისრაელელი მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მოიპოვეს დადასტურებული მტკიცებულებები, რომ D ვიტამინის მაღალი დონე COVID 19-ით ინფიცირების შემდეგ პაციენტებს მძიმე დაავადების და გარდაცვალების თავიდან აცილებაში ეხმარება.

ჰალილეის სამედიცინო ცენტრის მკვლევარები ამბობენ, რომ D ვიტამინს უდიდესი გავლენა აქვს დაავადების სიმძიმეზე ასაკის მიუხედავად.

დასკვნები კორონავირუსის პირველი ორი ტალღის დროს ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. ექიმები ამბობენ, რომ ვიტამინი ვაქცინის შემცვლელად არ მოიაზრება, მაგრამ ის იმუნიტეტის გაძლიერების ერთ-ერთი საშუალებაა.

D ვიტამინის ნაკლებობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის ისრაელში საკმაოდ გავრცელებულია. იქ ხუთიდან ოთხს ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება. შესაბამისად, ინფიცირებამდე ამ ვიტამინის მიღების შემთხვევაში პაციენტები დაავადების ცუდ სცენარს თავიდან იცილებენ.

ეს კვლევები ომიკრონის შტამის გავრცელებამდე ჩატარდა. ამასთანავე, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ამ მხრივ ახალი შტამების გავრცელების შემთხვევაში სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„ვიტამინი D ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს, რაც ვირუსის იმ პათოგენებთან ბრძოლის საშუალებას იძლევა, რომლებიც სასუნთქ გზებს აზიანებენ“, - განაცხადა ჰალილეის ცენტრის დოქტორმა ანუელ დრორმა. 

ისრაელის და სხვა ქვეყნების ჯანდაცვის ორგანოები პანდემიის დროს D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატების გამოყენების რეკომენდაციით გამოდიან. კვლევების მიხედვით, გარდაცვლილი პაციენტების 26%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნებოდათ. D ვიტამინის ნორმალური დონის მქონე პაციენტებიდან გარდაცვლილთა რაოდენობა 3%-ს შეადგენდა. 

არსებობს ასევე მოსაზრება, რომ D ვიტამინი პაციენტებს სხვა დაავადებების გამო ჰქონდა დაბალი, რაც იმის მანიშნებელია, რომ D ვიტამინის ნაკლებობა სიმპტომია და არა ფაქტორი, რომელზეც კორონავირუსის სიმძიმეა დამოკიდებული.

მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ D ვიტამინის შემცველობამ ორგანიზმში პანდემიამდე 1 და 2 წლით ადრე, ასევე, მოქმედებს დაავადების სიმძიმეზე.

„ვინაიდან დაავადებამდე 1 და 2 წლით ადრე ადამიანის ორგანიზმში D ვიტამინის რაოდენობას და დაავადების სიმძიმეს შორის ჩვენ კავშირი აღმოვაჩინეთ, ვიტამინის დონის ამაღლება ინფიცირებამდე დიდი ხნით ადრე, ასევე, დადებით ეფექტს იძლევა. რაც შეეხება მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ ვიტამინის შემცველი საკვები დანამატები შეიძლება გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდეს, ეს არანაირ კვლევებზე დაფუძნებული არ არის“, - განაცხადა დოქტორმა დრორმა. 

მისი თქმით, ინფიცირების შემდეგაც სწორი რაოდენობით და ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად D ვიტამინის შემცველი საკვები დანამატების მიღება არანაირ რისკს არ შეიცავს და ორგანიზმის იმუნურ სისტემას აძლიერებს. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

„ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

„არგუმენტი მედიკამენტი მცენარეულია, არ ნიშნავს იმას, რომ ვერაფერს დაგვიშავებს“ - მაია ბუწაშვილი

„ინფიცირებულ ორსულებში მესამე ტრიმესტრში გართულებები იმატებს“ - პაატა ჟორჟოლიანი

იმუნური სისტემა ზოგჯერ ჩვენი მტერი ხდება - BBC

რამდენი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა აცრის შემდგომ - NCDC-ის ანგარიში

სად და როდის იკავებს სხეულს ვირუსი - მიზანმიმართული ინფიცირება კოვიდზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა - BBC