მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

სასწრაფოები სტამბოლში

ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევის დროს დაშავდა, თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს „ევექსის“ კლინიკების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. 

მათივე ცნობით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. 

 ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევა მოხდა. ბულვარში უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად კი ერთი მათგანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა ზომები მიიღო, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს

🔴 TikTok-ის ხელმძღვანელის განცხადებით, საკუთარ შვილებს აპლიკაციის გამოყენების უფლებას არ აძლევს

🔴 თუ დროშა აღმართე, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს, არავის არ უნდა მისცე მისი შეურაცხყოფის უფლება - კახა გოგოლაშვილი