მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრალდებებს აღარ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდა - ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია

„ჩემთვის ხელისუფლებისგან და ივანიშვილისგან მოულოდნელი არაფერია,“ - ასე გამოეხმაურა „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

სანიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ამოცანა შეასრულეს.

„ჩემთვის ხელისუფლებისგან და ივანიშვილისგან მოულოდნელი არაფერია. გამიკვირდა მეთქი რომ გითხრათ, არ გამიკვირდა. გუშინ ეთერშიც ვსაუბრობდით და ნიკას {გვარამიას} ასეთი შეკითხვა დავუსვი. ახლა არის ის მომენტი, როდესაც გიჭერს ბიძინა ივანიშვილი ან საერთოდ ვერ გიჭერს. 

არანაირი გამამტყუნებელი განაჩენი წესით იქ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაიჭირა იმიტომ, რომ ახლა ჰქონდა ამისი შანსი. საერთოდ ბრალდებებს აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარი რაც არის, ავტორიტარიზმი გააფორმა ქვეყანაში. 

თქვა, რომ ყველაფერს ვიზამ, რაც მომინდება, მე ვარ ავტორიტარი. ამით რამდენიმე ამოცანა შეასრულა, პირველი - თავის ამომრჩეველს უთხრა, მაინც დავიჭირე, მეორე - ევროპას ხაზი უნდა გადავუსვა, იმიტომ, რომ პროცესში ვართ, როდესაც კანდიდატობა უნდა მოგვეპოვებინა, ისედაც არ მიგვიწვიეს მოლდოვასთან და უკრაინასთან და ახლა საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ქვეყანა სრული სვლით მიჰყავს რუსეთისკენ“, - აღნიშნა სანაიამ „მთავართან“ საუბარში. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

ამავე თემაზე:

ეს იქნება ახალი ომის დასაწყისი, თუ გამოგვიცხადეთ ომი, მიიღებთ პასუხს - დიკო ჯოჯუა

➖ ნიკასთან ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება - ნიკა გვარამიას მეუღლე

➖ ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

➖ ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

 ბრძოლა გრძელდება, ნიკა გვარამია გახდა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლო - გიორგი გაბუნია