მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაავადებათა „თაიგული“ რომელიც აქვს ბატონ მიხეილს მოითხოვს დიდი ხნის მკურნალობას“ - ოთარ თოიძე

ექიმი ნევროლოგი

კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ. მათი თქმით, აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა.

ნევროლოგის ოთარ თოიძის განცხადებით, დაავადებათა „თაიგული“, რომელიც აქვს მიხეილს სააკაშვილს დიდი ხნის მკურნალობას მოითხოვს. 

„დაავადებას აქვს - მიზეზი, საწყისი სტადია, განვითარების ეტაპები და შემდგომ მისი მიმდინარეობა, რომელიც სრულდება გამოჯანმრთელებით, ან ინვალიდობით ანდა გარდაცვალებით. დაავადებათა „თაიგული“, რომელიც აქვს ბატონ მიხეილს მოითხოვს დიდი ხნის მკურნალობას, ეს არ არის ორთვიანი სამთვიანი.

ჯერჯერობით, დაავადება მიმდინარეობს დამრეცი ფერდობის სახით, იგი მიდის უკან. მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, რაც შესაძლებელია მომავალში დადგეს, თუ ის არ იქნება ნამკურნალები. სააკაშვილი დღესაც საჭიროებს აქტიურ მკურნალობას“, - აცხადებს ნევროლოგი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა“ - შოთა თუთბერიძე

✅ „სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება“ - ეკა ხერხეულიძე

 „თუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

✅ „უნდათ მოკლან იზოლაციაში, ეს არის მიზანი“ - გიული ალასანია

✅ „მძიმეა დიაგნოზები, ის გამოიწვევს ადამიანის უნარების შეზღუდვას“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე