მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ტრაგედიის გამო - 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველების და ექიმების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და საზოგადოებას სამძიმარს და თანადგომას უცხადებს. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ვერტმფრენი, რომელიც შემთხვევის ადგილისკენ მიემართებოდა, ჩამოვარდა და აფეთქდა.  

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უბედური შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის რვავე წევრი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში პარაპლანი 16 ივლისსაც ჩამოვარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ამავე თემაზე:

🔴 „სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი“ - ვახტანგ გომელაური გუდაურის ტრაგედიაზე

🔴 გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა - შსს

🔴 🎥 გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა

🔴 გუდაურში პარაპლანის კდლეზე შეჯახებას არაბი ტურისტი ემსხვერპლა

🔴 „სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება, ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ? შავი ჯიპების ფული ხომ აქვს მთავრობას“ - ალეკო ელისაშვილი გუდაურის ტრაგედიაზე