მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი“ - ვახტანგ გომელაური გუდაურის ტრაგედიაზე

ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გუდაურში მომხდარი ტრაგედიის ადგილას ჩავიდა. მისი თქმით, ვერტმფრენის ვარდნის შედეგად მთელი ეკიპაჟი, 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან მძიმეა ყველასთვის, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. 6 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, 2 სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი. ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა ვარდნა. ჯერჯერობით, არაფერი ვიცით. ექსპერტები მუშაობენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. 

სამწუხაროდ, 8 ადამიანი გარდაიცვალა. ერთი ადამიანი არის დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაიცვალა, ვისთვისაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც იყო, ის ამოიყვანეს, ცოცხალია, გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს. ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დღესვე მოხდეს გარდაცვლილების გადასვენება“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, რის გამოც ადგილზე სამაშველო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას ვერტმფრენი, რომელიც შემთხვევის ადგილისკენ მიემართებოდა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში პარაპლანი 16 ივლისსაც ჩამოვარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔴 გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა - შსს

🔴 🎥 გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა

🔴 გუდაურში პარაპლანის კდლეზე შეჯახებას არაბი ტურისტი ემსხვერპლა

🔴 „სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება, ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ? შავი ჯიპების ფული ხომ აქვს მთავრობას“ - ალეკო ელისაშვილი გუდაურის ტრაგედიაზე

🔴 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება - ირაკლი ღარიბაშვილი