მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე

ექიმი

„ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით გავრცელებული არის ჰონკონგის ვირუსი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ ვირუსი უფრო მეტად გავრცელებულია ბავშვებში და ის საფრთხეს წარმოადგენს ორსულებისთვისაც. 

მისი თქმით, ახლა ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსის.

„წინა კვირასთან შედარებით რესპირაციული ვირუსების მცირედი მატებაა. თუ ქვეყანაში იქნება რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი, ეს პიკი იქნება იანვარში. ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს და  მისი ჯამური რაოდენობა 50%-ს შეადგენს. რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებული არის ჰონკონგის ვირუსი, რომელიც ჯამურად 33%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ქვეყნებში, მსოფლიოში ზამთრის პერიოდი ამ ტიპის ვირუსის სიჭარბით ხასიათდება.

ზაფხული უნდა გვქონდეს თავისუფალი გრიპის ვირუსისგან. განსხვავებით კორონავირუსისგან გრიპი ძირითადად ბავშვებში ცირკულირებს. ამიტომ ასაკს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები და 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, სწორედ ეს არის 3 ძირითადი რისკჯგუფი სადაც გრიპის მიმდინარეობა შეიძლება გართულდეს და გახდეს საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, შემთხვევები იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის - ივანე ჩხაიძე

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები

👉 მიმდინარე გრიპის ვირუსი გაცილებით მძიმე სიმპტომებით ხასიათდება - ივანე ჩხაიძე

👉 რესპიტრაციულ ინფექციებს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის - თამარ გაბუნია

👉 მაღალი სიხშირით გავრცელებულია რინოვირუსი - ინფექციონისტები 2 წლამდე ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ