საზოგადოება

„მაიმუნის ყვავილი“ და ბავშვები - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

„მაიმუნის ყვავილი“
1659508928
დაკოპირებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიიჩნევს, რომ ვისაც ატოპიური დერმატიტის ან ეგზემის ანამნეზი აქვს, რისკის ქვეშ არიან. 

გამოცემა წერს, იმის შესახებ თუ რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და რას უნდა მიაქციონ ყურადღება „მაიმუნის ყვავილის“ ინფიცირების დროს. 

სამედიცინო კორესპონდენტი დოქტორი ჯენიფერ ეშტონი მშობლებს მიმართავს და ამბობს, რომ ვირუსით ინფიცირების დროს ნუ ჩავარდებიან პანიკაში. ექიმი მშობლებს მოუწოდებს, რომ მშვიდად იყვნენ. 

როგორ ვრცელდება „მაიმუნის ყვავილი?“

ვირუსი ვრცელდება „მაიმუნის ყვავილის“ ინფექციის მქონე პირსა და სხვა პირს შორის პირდაპირი კონტაქტის გზით. 

„ეს შეიძლება იყოს ვინმესთან კონტაქტი, თუნდაც ოჯახის წევრთან“, - აცხადებს ექიმი რიჩარდ მალი. 

მალის თქმით, საერთო ნივთებმა, როგორიცაა პირსახოცები, ტანსაცმელი ან თეთრეული, შესაძლოა ვირუსის გავრცელებაც გამოიწვიოს.

ექიმების, მალის და  ეშტონის თქმით, იმის გამო, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად კანთან კონტაქტით ვრცელდება, მშობლებს ამ ეტაპზე არ სჭირდებათ ზედმეტად ფიქრი იმაზე, რომ მათი შვილი დაინფიცირდება საჯარო სივრცეში კარის სახელურების ან საერთო სათამაშოების შეხებით.

როგორ გავარკვიო, აქვს თუ არა ჩემს შვილს მაიმუნის ყვავილი?

სამწუხაროდ, „მაიმუნის ყვავილის“ სიმპტომები შეიძლება სხვა ვირუსებს ჰგავდეს - მათ შორის გრიპს და სხვა გამონაყარს. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას სიმპტომების გამოვლენისთანავე, განსაკუთრებით თუ თქვენი შვილი კონტაქტში იყო ადამიანთან, რომელსაც აქვს „მაიმუნი ყვავილი“.

როგორც წესი, დაავადება იწყება ცხელებით, თავის ტკივილით, დაღლილობით, შემცივნებით და კუნთების ტკივილით.  თუმცა, ჩუტყვავილისგან განსხვავებით, მაიმუნის ყვავილი ასევე იწვევს ლიმფური კვანძების შეშუპებას.

CDC-ის თანახმად, საწყისი სიმპტომებიდან ერთიდან სამ დღეში, ინფიცირებულებს ჩვეულებრივ უვითარდებათ გამონაყარი სახეზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის თანახმად, გამონაყარი იწყება მუქი ლაქების სახით კანზე და სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. 

მალლის თქმით, მშობლებმა უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას ბავშვის სხეულზე ნებისმიერი სახის გამონაყარის შემთხვევაში. 

რატომ არიან ბავშვები რისკის ქვეშ? 

ექიმ მალის თქმით, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მათი იმუნური სისტემით და იმით, რომ ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან. 

მალლის თქმით, აფრიკაში, სადაც მაიმუნების ყვავილი წარმოიშვა, ვირუსის ყველაზე მძიმე, მაგრამ იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს ტვინის ანთება იყო. 

არსებობს თუ არა მაიმუნის ვაქცინა ბავშვებისთვის?

მაიმუნის ყვავილის ამჟამინდელი ვაქცინა ხელმისაწვდომია 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. ანტივირუსული მედიკამენტები, როგორიცაა Tecovirimat, ამჟამად გამოიყენება მაიმუნების სამკურნალოდ, რომელიც ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის.

როგორ დავიცვათ ბავშვები „მაიმუნის ვირუსისგან“? 

ექიმი მალი ამბობს, რომ საუკეთესო თავდაცვა ვირუსზე დროული ყურადღების მიქცევაა. 

ამავე თემაზე:

ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის

❗ გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით? - ალექსანდრე გოგინავას ინტერვიუ

❗ „მაიმუნის ყვავილის“ მწვავე დასაწყისი, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება - ალექსანდრე გოგინავა საქართველოში ინფექციის შესაძლო გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

❗ „მაიმუნის ყვავილს“ დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

 თუ ეს დაავადება ევროპისთვის ენდემური გახდება, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ ერთ ვირუსთან გვექნება საქმე - წერეთელი „მაიმუნის ყვავილზე“