მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაიმუნის ვირუსი“ - 12 ქვეყანაში ინფექციის 80-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა - BBC

მაიმუნის ვირუსი

„მაიმუნის ვირუსი“ მინიმუმ 12 ქვეყანაში 80-ზე მეტ ადამიანს დაუფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კიდევ 50 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა მიმდინარეობს. ინფექცია დადასტურებულია ევროპის ცხრა ქვეყანაში, ასევე აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში.

„მაიმუნის ვირუსი“ ყველაზე გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ქვეყნებში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  ბოლოდროინდელი ეპიდემიები ატიპურია, რადგან ისინი არაენდემურ ქვეყნებში ხვდება. 

„შევდივართ ზაფხულის სეზონში მასობრივი შეკრებებით, ფესტივალებითა და წვეულებებით შესაძლოა, ვირუსის გადაცემა დაჩქარდეს“, - განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

ამავე თემაზე: 

✔️ მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

✔️ რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

✔️ როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?

✔️ „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

✔️ „მაიმუნის ვირუსის სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი“ - გიორგი ფხაკაძე

✔️ „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

✔️ როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები