მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მწვანე პასპორტის გაუქმება ვაქცინაციაზე უარის თქმას არ ნიშნავს“ - აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „იმედის“ ეთერში საქართველოში მწვანე პასპორტის გაუქმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გაუქმება აცრაზე უარის თქმას არ ნიშნავს. 

ჯანდაცვის ექსპერტი ბიზნესს სექტორსაც მიმართავს და მათ თანამშრომლების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

„მწვანე პასპორტის გაუქმება არანაირად არ ნიშნავს ვაქცინაციაზე უარის თქმას. მწვანე პასპორტის გაუქმება არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ვაქცინა არ მოქმედებს „ომიკრონზე“. ამ რეგულაციის აღსრულება ნაწილობრივ ხდებოდა, მას იცავდნენ მხოლოდ კანონმორჩილი დაწესებულებები. მასობრივად, განსაკუთრებით თბილისის გარეთ მისი კონტროლი არ ხდებოდა. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ბიზნესს სექტორი საკუთარ თანამშრომლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს“, - აცხადებს აკაკი ზოიძე. 

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას.

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

რატომ შეიძლება იყოს PCR ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაში უარყოფითი? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

„პიკურ სიტუაციაში ვართ, თუმცა საწოლფონდის თითქმის 40% თავისუფალია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„სტელს-იმიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე BA.1 ვარიანტი - დანიური კვლევა

„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე