მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ შეიძლება ქვეყანას პრეტენზია ჰქონდეს ევროკავშირზე, აკავებდეს „მთავარი არხის“ გენდირექტორს და მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში ჰყავდეს - ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი

„არ შეიძლება ქვეყანას პრეტენზია ჰქონდეს ევროკავშირზე, აკავებდეს „მთავარი არხის“ გენდირექტორს და მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში ჰყავდეს,“ - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ ნიკა გვარამიას გამოუტანა განაჩენი, არამედ ეს განაჩენი გამოუტანა ვატო წერეთელსაც, ზუკა გუმბარიძესაც, ნინო ჯანგირაშვილსაც და ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელიც მას არ ემორჩილება. 

„ივანიშვილმა დღევანდელი გადაწყვეტილებით ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „არანაირი ევროპა, ჩემი გზა არის რუსეთი“. ეს არის პირდაპირ გაფორმებული დოკუმენტი, ასე იყო ზუსტად რუსეთში, იგივე სცენარით მიმდინარეობდა, როდესაც პუტინი დამოუკიდებელ მედიებს დაერია. 

ზუსტად იგივე მეთოდი აქვს ივანიშვილს. ივანიშვილს იქ აქვს ნასწავლი ეს მეთოდები, სხვანაირად არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს. ამიტომ, დღეს თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს რეალურად ქვეყანა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მე მგონი ამის ილუზია ყველას ჩამოემსხვრა. 

იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანას ერთი მხრივ პრეტენზია ჰქონდეს ევროკავშირის წევრობაზე და მეორე მხრივ აკავებდეს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს და პატიმრობაში ჰყავდეს მესამე პრეზიდენტი. რა ევროკავშირზე და რა ევროპაზეა საუბარი. 

დღეს ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ ნიკა გვარამიას გამოუტანა განაჩენი, არამედ ეს განაჩენი გამოუტანა ვატო წერეთელსაც, ზუკა გუმბარიძესაც, ნინო ჯანგირაშვილსაც და ყველა იმ მედიასაშუალებას, რომელიც მას არ ემორჩილება“, - აცხადებს უდუმაშვილი. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

ამავე თემაზე:

ბრალდებებს აღარ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდა - ვახო სანაია

➖ ეს იქნება ახალი ომის დასაწყისი, თუ გამოგვიცხადეთ ომი, მიიღებთ პასუხს - დიკო ჯოჯუა

➖ ნიკასთან ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება - ნიკა გვარამიას მეუღლე

➖ ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

➖ ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

 ბრძოლა გრძელდება, ნიკა გვარამია გახდა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლო - გიორგი გაბუნია