მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები თავისით არ გაჩენილა, ეს არის შედეგი, მის მიმართ ციხეში განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის - დიტო საძაგლიშვილი

ადვოკატი და  იურისტი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მისმა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

დიტო საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით იქნება პოლიტიკური და ხელისუფლება შეეცდება ზეგავლენას ექიმებზე.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ყველანაირად შეეცდებიან ზეწოლას ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური შედეგი მიიღონ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერ არ დასრულებულა სამედიცინო გამოკვლევები, იმისთვის, რომ საბოლოო დიაგნოზი დაისვას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს სამედიცინო პერსონალის, ან კლინიკის მიმართ, დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე და პოლიტიკური ხელისუფალი გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხს და არ გაითვალისწინებენ ისინი არც ექიმების პოზიციას და ამასთან ცხადია, ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან მათ შორის ზეწოლა მოახდინონ ექიმებზე, კლინიკაზე, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური შედეგი იქნეს მიღებული.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემები თავისით არ გაჩენილა. ეს არის შედეგი, მის მიმართ ციხეში განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის და ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას ბუნებრივია ათმაგად მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია, პირის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, მაგრამ სამწუხაროდ ამის ნიშნები ჯერჯერობით არ იკვეთება“, - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი. 

ადვოკატის თქმით, საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ სააკაშვილთან მიმართებით ხელისუფლება ტყუის. 

„როცა შევედი, ის იწვა საწოლში და გამოსვლისასაც იგივე მდგომარეობაში იყო, არც უცდია წამოდგომა. სურვილი კომუნიკაციის გააჩნია, მაგრამ კომუნიკაციაზე აისახება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული სერიოზული პრობლემები.

საკმარისზე მეტი მტკიცებულება არსებობს იმის დასადგენად, რომ ხელისუფლება ნამდვილად იტყუება. პირველ რიგში, ვგულისხმობ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნას, ასევე, ცენტრ „ემპათიას“ დასკვნას, რომლის თანახმადაც სააკაშვილს გააჩნია სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და მისი განკურნება ასეთ გარემოში არის შეუძლებელი. ეს დასკვნები ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილთან  მიმართებით ტყუის“, - დასძენს ადვოკატი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სავარაუდოდ კონტაქტურიც აღარ არის, სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია“ - ლალი ჯავაშვილი

„სააკაშვილის საქმეს სასამართლოს სხვადასხვა კოლეგიები პინგ-პონგის ბურთივით უგდებენ ერთმანეთს“ - შოთა თუთბერიძე

✅ „დაავადებების ნუსხა მატულობს“ - თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

✅ დატესტვა და ექსპერიმენტული მკურნალობა სახიფათოა - ნიკოლოზ ყიფშიძე

✅ „ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ დავუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ლეტალური შედეგის დადგომა“ - დიტო საძაგლიშვილი