მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი, შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას - ემანუელ ლახანი

ამერიკელი ნევროლოგი

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი, შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა, ემანუელ ლახანმა განაცხადა. 

ნევროლოგმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზულად ავადაა.

„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ  შემიძლია ვთქვა, რომ ის სერიოზულად  არის  ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორის, ეს არის - თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის.

ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, რომელიც  მას აქვს, ასევე, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ართულებს მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას. გარდა ამისა, ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში მალთაშუა დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესია, ანუ ზურგის ტვინზე ზეწოლა. 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და, ასევე, მასთან დაკავშირებით ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს არის ყველაზე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობები იმათ შორის, რომელიც მას აქვს“, - აცხადებს ამერიკელი ნევროლოგი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თუ არ იქნება სწორი მკურნალობა, კრუნჩხვებმა შეიძლება მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე - ემანუელ ლახანი სააკაშვილზე

👉„მიეცით მიშას სიცოცხლის უფლება“ - გიორგი სააკაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს

👉 პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, სულ წევს - გიული ალასანია სააკაშვილზე

👉 მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის ამ ქვეყნის დასავლური მომავალი - ნიკა მელია

👉 „ნაცებმა“ 100-კაციანი არმია გაშალეს, წინასაარჩევნო მასკარადი აქვთ - ირაკლი ზარქუა