მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლებელია კორონავირუსი ისეთივე სეზონური გახდეს, როგორიც გრიპის ვირუსია - ივანე ჩხაიძე

 იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

„შესაძლებელია კორონავირუსი ისეთივე სეზონური გახდეს, როგორიც გრიპის ვირუსია“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9,8 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ არსად არ გამქრალა კორონავირუსი.

ამასთან, ჩხაიძე ამბობს, რომ 2023 წელს შეიძლება ჯანმოსგან მოვისმინოთ, რომ პანდემიის დასასრულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება კორონავირუსთან დაკავშირებით. ჯამურ რაოდენობაში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 9.8% არის, დაახლოებით 10%. ანუ, 10-იდან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა. რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ შესაძლებელია გახდეს ისეთივე სეზონური, როგორც გრიპის ვირუსი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს ამას.

ამიტომ შესაძლებელია და მოლოდინი გვაქვს, რომ 2023  წელს შეიძლება მოვისმინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომ პანდემიის დასასრულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის გაქრება. ის იქნება, იცირკულირებს როგორც ჩვეულებრივი ვირუსი და ჩვენ მას შევეჩვევით. შევებრძოლებით ვაქცინაციის საშუალებით, ისე როგორც ახლა რისკის ჯგუფებში ვებრძვით გრიპის ვირუსს ვაქცინაციის საშუალებით.

წლევანდელი წელი შეიძლება გამორჩეული იყოს, პირველად ვთქვათ, რომ კორონავირუსი შემოდგომა ზამთრის პერიოდში იყო მოცირკულირე ვირუსებს შორის ერთ-ერთი და არა წამყვანი“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე

👉 ქვეყანაში ერთდროულად სამი ვირუსი ცირკულირებს, შემთხვევები იზრდება, თუმცა პიკი ჯერ კიდევ წინ არის - ივანე ჩხაიძე

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები

👉 რესპიტრაციულ ინფექციებს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, განსაკუთრებულ რისკებს ეს ვირუსები არ ქმნის - თამარ გაბუნია

👉 მაღალი სიხშირით გავრცელებულია რინოვირუსი - ინფექციონისტები 2 წლამდე ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ