მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვთხოვთ „ვივამედის“ დირექტორსა და სახალხო დამცველს, იქნებ მათი დახმარებით მოხერხდეს ექიმი კობის სააკაშვილთან შეყვანა - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, „ვივამედის“ დირექტორს ნინო ნადირაძეს და სახალხო დამცველს მოუწოდებს, იქნებ მათი დახმარებით მოხერხდეს ექიმი კობის სააკაშვილთან შეყვანა. 

ადვოკატის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს ხერხემლის პრობლემები აწუხებს. 

შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ახლა მათი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ექიმი კობი დაუშვან.

„სააკაშვილი ვერ დგება საწოლიდან, რადგან მას სხვადასხვა დაავადებები აწუხებს, მათ შორის, ერთ-ერთი არის ხერხემლის პრობლემა. ბატონი კობი, ზუსტად ამ დარგის სპეციალისტი გახლავთ. შესაბამისად, ვთხოვთ  „ვივამედის“ დირექტორს ქალბატონ ნინო ნადირაძეს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, იქნებ მათი დახმარებით მოხერხდეს ექიმი კობის მიხეილ სააკაშვილთან შეყვანა“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსები ამოწურვაზეა, კატასტროფამდე შეიძლება ერთი წუთი ან რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი - ოთარ თოიძე

✔️ ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?! - გიული ალასანია

✔️ სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსები ამოწურვაზეა, კატასტროფამდე შეიძლება ერთი წუთი ან რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი - ოთარ თოიძე

✔️ „მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ „დასკვნას უმოკლეს დროში მოვამზადებთ“ - მასიმო დანჯელო