მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსები ამოწურვაზეა, კატასტროფამდე შეიძლება ერთი წუთი ან რამდენიმე დღე იყოს დარჩენილი - ოთარ თოიძე

ექიმი ნევროლოგი

„მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო რესურსები ამოწურვაზე და კრიტიკულ ზღვარზეა მისული“, - ამის შესახებ ექიმმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

ნევროლოგის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საყურადღებოა. 

„სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკულ ზღვართან, რისკი არის ძალიან მაღალი სხვადასხვა გართულებებისა. მათ შორის, ყველაზე სერიოზული გართულება არის ჰიპერტონიული კრიზი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გულის დაავადებები - ინფარქტი ამ შემთხვევაში და თავში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ეს არის კრიტიკული, გადაუდებელი სასიკვდილო მდგომარეობა.

სიცხის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოკვლევები. მისი სასიცოცხლო რესურსები და პარამეტრები ამოწურვაზე და კრიტიკულ ზღვარზეა მისული. კატასტროფამდე შეიძლება იყოს ერთი წუთი ან  რამდენიმე დღე დარჩენილი, თუმცა, ზუსტი დღის დადგენა შეუძლებელია. მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა“, - აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ, ყველა ტყუის? მთელი მსოფლიო ტყუის?! - გიული ალასანია

✔️ „მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ „დასკვნას უმოკლეს დროში მოვამზადებთ“ - მასიმო დანჯელო

✔️ „ელოდებოდა ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის ნაცვლად მოსამართლემ  მიაკითხა“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „ვივამედზე“ ხორციელდება წნეხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დადებითად შეაფასონ - შოთა თუთბერიძე