მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“ - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

მამუკა მდინარაძემ, ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც კომენტარი გააკეთა.

„როცა პოლიტიკური პატიმრის კონტექსტში ვინმე ფიქრობს, რომ უნდა გაბედოს ამ კაცზე ლაპარაკი, უნდა გაიხსენოს ძალიან მძიმე წარსული.

ამ ადამიანებს კისერზე უმძიმესი დანაშაულები აწევთ და ამ ყველაფერში, მთავარი იყო პირველი პირი, რომელიც ამ ქვეყანას 2012 წლამდე მართავდა, ამიტომ, მგონი, პოლიტიკურ პატიმრობაზე საუბარი ცოტა ზედმეტია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

1-ელ ოქტომბერს საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

შეგახსენებთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „სააკაშვილი დაკავებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „ორი დღეა არ მინახავს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე