მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 046 თბილისი, 161 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

ნარიყალა
1626505584
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 979 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1808 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 386 195-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.17 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.50% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.86%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1808 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 046

⭕ აჭარა - 161

⭕ იმერეთი - 123

⭕ ქვემო ქართლი - 97

⭕ შიდა ქართლი - 78

⭕ გურია - 19

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 74

⭕ კახეთი - 111

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 39

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 43

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 313 საიდანაც: 4 135 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 519, აჭარაში - 211, იმერეთში - 495.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 805 პირი, მათ შორის, თბილისში - 430, აჭარაში - 39, იმერეთში -166. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 3, იმერეთში - 7.

1 008 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 728 - თბილისში, 268- აჭარაში. 12 170 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?

👉 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“

👉 გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ